ფეხბურთი

20:14 | 1.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ამ დღეს: პირლოს ბრწყინვალე პასი და ბაჯოს გოლი შედევრი "იუვენტუსის" კარში (+VIDEO)

2001 წლის, 1 პარილი. ტურინი, "იუვენტუსი" - "ბრეშა". ზუსტად 18 წლის წინ "დელე ალპის" სტადიონზე იტალიური ფეხბურთის ლეგენდებმა ანდრეა პირლომ და რობერტო ბაჯომ "იუვენტუსის" კარში შედევრალური გოლი შექმნეს.

მატჩის მე-80 წუთზე, როდესაც "იუვე" "ბრეშას" ამარცხებდა და სამი ქულა ჰაერივით სჭირდებოდა, ბაჯომ ფანტასტიკური გოლი გაიტანა ყოფილი გუნდის კარში.

იმ დროისთვის ჯერ კიდევ ამომავალმა ვარსკვლავმა პირლომ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო და მისთვის ჩვეული, რბილი გადაცემით ტურინელთა მთელი დაცა უსაქმოდ დატოვა. რობერტოც ჩინებულად გამოეხმაურა ახალგაზრდა თანაგუნდელს, 40 მეტრიანი პასი ერთი შეხებით დაამუშავა და იმავე მოძრაობით "ბებერი ქალბატონის" კარის დარაჯ ედვინ ვან დერ სარსაც გვერდი დაუბრკოლებლად აუარა. ანგარიში გათანაბრდა და "იუვემ" მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა, რომელიც საბოლოოდ სკუდეტოს მოსაპოვებლად დააკლდა კიდეც.

ასე შექიმნა ლეგენდარული გოლი ლეგენდარული ფეხბურთელებისგან...

0.133028