ფეხბურთი

18:27 | 1.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ბრაზილიელ თავდამსხმელს დაიმატებს

მადრიდის „რეალი“ „ფლუმინენსეს“ თავდამსხმელ პედრო გილერმეს დაიმატებს. Marca-ს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და 21 წლის ფეხბურთელი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.

როგორც ხსენებული წყარო იტყობინება, გილერმეს სანაცვლოდ ბრაზილიური გუნდი 30 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო პირადი კონტრაქტის დეტალები უცნობია.

პედრო გილერმემ „ფლუმინენსეს“ რიგებში მიმდინარე სეზონში 40 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111828