კალათბურთი

17:35 | 1.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯანელიძის უქულო მატჩი და გამარჯვება

გიგა ჯანელიძის “დინამო კალიარიმ” იტალიის სერია A2-ს აღმოსავლეთ დივიზიონში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.

სარდინიელებმა სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტ “პიაჩენცას” 87:73 სძლიეს, ქართველმა კალათბურთელმა კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა, თუმცა, ამჯერად, უქულოდ დარჩა.
გიგამ მოედანზე 14 წუთი გაატარა და აქტივში თითო მოხსნა და პასი ჰქონდა.
“დინამო კალიარი” 9 მოგებითა და 18 მარცხით მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 7 აპრილს, სტუმრად, უახლოეს მდევარ “ტერმოფორჯიასთან” ჩაატარებს.

0.214395