წარმატებული გამოდგა ქართველი ტანმოვარჯიშის ნათელა ბოლატაევას გამოსვლა რიგაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე (BALTIC HOOP 2019). აღნიშნულ შეჯიბრს ლატვიის დედაქლაქმა გასულ კვირას უმასპინძლა.
ბოლატაევა სამი საგნის ფინალში გავიდა, საუკეთესო შედეგი კი გურზებით ასპარეზობაში აღმოაჩნდა, რომელშიც მან 17,850 ქულა დაიმსახურა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ბაფთით ვარჯიშში ნათელა მე-6 იყო, ბურთით ვარჯიშში კი - მე-7. მან მრავალჭიდში 65,100 ქულით მე–8 ადგილი დაიკავა.
გარდა ამისა, ბოლატაევა ტურნირის "მის ელეგანტურობად" დაასახელეს და სპეციალური პრიზი გადაეცა.







