ქუთაისის სპორტის სასახლეში ფარიკაობაში კადეტთა შორის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გალაქტიონ ჩიქოვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი დასრულდა.
შეჯიბრების ბოლო დღეს, ჩემპიონები და პრიზიორები დაშნით ფარიკაობაში გამოვლინდნენ.
გოგონები: 1. მარიამ ზოიძე (აჭარა), 2. ევა აჰამიანი (აჭარა), 3. ანი დავთიანი (სომხეთი), 3. თინათინ ნუცუბიძე (ქუთაისი)
ბიჭები: 1. გრიგორი მნაცაკანიანი (სომხეთი), 2. ვლადიმერ ხვედელიძე (ქუთაისი), 3. საბა ბიწაძე (თბილისი/ზესტაფონი), 3. ლუკა კაჭარავა (თბილისი)
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური