ფეხბურთი

12:45 | 1.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: „ლუკას იმიტომ არ უთამაშია, რომ ჩემი შვილია“

„რეალმა“ „უესკას“ 3:2 მოუგო. მატჩის შემდეგ ზინედინ ზიდანმა თავისი შვილის ლუკა ზიდანის დებიუტზე ისაუბრა.

„მატჩი ძალიან რთული გამოვიდა, გაგვიჭირდა, მაგრამ საბოლოოდ სამი ქულა ავიღეთ. ბევრ ადამიანს შეუძლია იფიქროს, რომ ლუკა იმიტომ ვათამაშე, რომ ჩემი შვილია. რეალურად კი პირველი მეკარე ტიბო კურტუა სათამაშოდ მზად არ იყო, მეორე მეკარეს კეილოს ნავასს თამაში შეეძლო, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ მას დასვენება სჭირდებოდა. ლუკას თამაშით კმაყოფილი ვარ და მის გამო მიხარია, არა როგორც მამას, პირველ რიგში როგორც მწვრთნელს. ლუკა ჩამოყალიბებული სპორტსმენია“- განაცხადა ზიდანმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110944