კალათბურთი

0:52 | 1.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 8 ქულა და მარცხი ყოფილ გუნდთან

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 25-ე ტური წარუმატებელი გამოდგა გიორგი შერმადინის “უნიკახასთვის”.

მალაგელები ქართველი ცენტრის ყოფილ გუნდ “სარაგოსას” ესტუმრნენ და მართალია, ბოლო მეოთხედის წინ 9 ქულით იგებდნენ, საბოლოოდ, 70:72 დამარცხდნენ.

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 22:35 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 5 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“უნიკახა” 15 მოგებითა და 10 მარცხით მე-4 ადგილზე რჩება, მომდევნო მატჩს კი 7 აპრილს, შინ, თად მაკფადენის “ხუვენტუტთან” ჩაატარებს.

0.11655