ჭადრაკი

20:45 | 31.03.2019 | ნანახია 0 - ჯერ

მოქმედი ჩემპიონის რანგში...

მერი არაბიძე საქართველოს ქალთა ჩემპიონატის დასკვნით ტურში, მოქმედი ჩემპიონის რანგშიც თავდაუზოგავად გაისარჯა და მორიგი გამარჯვება იზეიმა. ამრიგად, მის აქტივში 8 გამარჯვება და 3 ყაიმია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურში ჩემპიონატის ყველა მონაწილემ ბოლომდე იბრძოლა და არც ერთი პარტია ყაიმით არ დასრულებულა!

საპრიზო სამეულისათვის დიდი დატვირთვა ჰქონდა სოფიკო ხუხაშვილის და მირანდა მიქაძის შეხვედრას. დაძაბულ ბრძოლაში ხუხაშვილმა გაიმარჯვა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა. სამწუხაროდ, მთელი ტურნირის განმავლობაში ცხრილის სათავეში მყოფმა მიქაძემ ბოლო 3 პარტია წააგო ზედიზედ და მეოთხე ადგილს დასჯერდა. მესამე საპრიზო ადგილი გადამწყვეტ ტურში გამარჯვებით სალომე მელიამ დაისაკუთრა.

საპრიზო სამეულში გასული მონაწილეები ფულადი პრიზების გარდა, ევროპის ქალთა ჩემპიონატის საგზურებითაც დაჯილდოვდნენ. ევროპის ჩემპიონატს 10 აპრილიდან 23 აპრილამდე თურქეთის ანტალია უმასპინძლებს.

მეთერთმეტე ტურის შეხვედრები:

ინგა ხურცილავა (2234) 0:1 სალომე მელია (2385)

ქეთი წაწალაშვილი (2326) 1:0 ნინო ხომერიკი (2347)

თამარ ესაძე (2078) 0:1 მაკა ფურცელაძე (2282)

ალექსანდრა ვახანია (2175) 1:0 სოფიო გვეტაძე (2321)

მერი არაბიძე (2392) 1:0 თამარ წერეთელი (2315)

მირანდა მიქაძე (2266) 0:1 სოფიკო ხუხაშვილი (2342)

სატურნირო მდგომარეობა:

I ადგილი - არაბიძე - 9,5 ქულა;

II ადგილი - ხუხაშვილი - 7,5 ქულა;

III ადგილი - მელია - 7 ქულა;

IV ადგილი - მიქაძე - 6,5 ქულა;

V ადგილი - წაწალაშვილი - 6,5 ქულა;

VI ადგილი - ხომერიკი - 6 ქულა;

VII ადგილი - გვეტაძე - 5,5 ქულა;

VIII ადგილი - წერეთელი - 5 ქულა;

IX ადგილი - ფურცელაძე - 5 ქულა;

X ადგილი - ვახანია - 3,5 ქულა;

XI ადგილი - ხურცილავა - 3 ქულა;

XII ადგილი - ესაძე - 1 ქულა.

ასპარეზობა 12 მონაწილეს შორის წრიული სისტემით ჩატარდა და მისი საპრიზო ფონდი 17 500 ლარს შეადგენდა.

ადგ.

პრიზი

1

5500 ლარი

2

4500 ლარი

3

3500 ლარი

4

2500 ლარი

5

1500 ლარი

ტექნიკური შედეგები

ფოტოგალერეა

დებულება

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:53 | 17.06.2013
nick_name (254)

სტატიის მოცულობის გაზრდის მიზნით წერთ ყველგან რო სიტიც დაინტერესებულია? უკვე 374 ფეხბურთელზე წერთ რო სიტიც დაინტერესებულიაო, ცოტა არასერიოზული ხდება სტატიები

20:49 | 16.06.2013
ბარსა La Albiceleste (5560)

არადა ძალიან ნიჭიერი ბიჭიაააა
გამთამაშებლადაც და ფლანგზეც შეუძლია მოღვაწეობა

19:22 | 16.06.2013
იკა..იუვე..10 (4132)

ლამელა თუ გაუშვეს რომას ხელმძღვანელობა დასახვრეტები იქნებიან

18:24 | 16.06.2013
S.A.F. (2852)

ჩელსიზე შეეშალა ტოტეს უნდა


ალბათ ბეილი მართლა მიდის ...

18:03 | 16.06.2013
.as.roma. (176)

ოეეეეე ეს ტოტენჰემში არასდროს არ გადავაა რა უნდა ამას ტოტეჰემში

17:36 | 16.06.2013
tengoroma (4673)

:დ ადმინი დაბოლილია. ლამელა არ გაუშვათ თქვეიიიიიიი

17:23 | 16.06.2013
soselia (747)

admin tavidan chelsi giweria mere totenhemi da bolobolo romels unda??

17:27 | 16.06.2013
a.reversi (9540)

))D
თან სულ რომ ამბობს ლონდონელებიო და არ აკონკრეტებს რომელი)))

0.0692