ფეხბურთი

1:45 | 1.04.2019 | ნანახია 981 - ჯერ

ვან ანჰოლტის წყევლა - როდესაც ჰოლანდიელი გოლს იტანს, მეტოქეები ქვედა ლიგაში ვარდებიან

ინგლისის პრემიერლიგიდან „ჰადერსფილდი“ რომ გავარდა, ალბათ გეცოდინებათ. ეს მას შემდეგ გაოფიციალურდა, რაც „კრისტალ პალასთან“ 2:0 დამარცხდა. აღნიშნულ მატჩში მეორე გოლი ლონდონელთა მარცხენა მცველმა პატრიკ ვან ანჰოლტმა გაიტანა და „ჰადერსფილდის“ პრემიერლიგურ თავგადასავალს წერტილი დაუსვა.

ამ ამბავში საინტერესო რა არის და რატომ გავამახვილეთ ყურადღება ჰოლანდიელის გოლზე? საქმე ისაა, რომ ბოლო სამი სეზონია ვან ანჰოლტს (რომელსაც გოლები იშვიათად გააქვს) გოლი გააქვს და მეტოქე, რომელსაც დაამწუხრებს, იმ თამაშში პრემიერლგიიდან გავარდნას იფორმებს.

2017 წელს „ჰალ სიტის“ კარი დალაშქრა, საბოლოო ანგარიში (4:0) დააფიქსირა და იმ მატჩში „ჰალის“ ჩემპიონშიფში დაქვეითება გაცხადდა. გასულ სეზონში კი უკვე სტოკ სიტი“ დაამწუხრა და ეს გუნდიც იმ შეხვედრაში გავარდა ოფიციალურად.

ალბათ, „ჰალიც“, „სტოკიცა“ და „ჰადერსფილდიც“ როგორმე ვან ანჰოლტის გოლების გარეშეც გავარდებოდნენ. თუმცა, მაინც საინტერესო და უცნაური დამთხვევაა, როდესაც ბოლო სამი სეზონია მის მიერ დამწუხრებული გუნდები პრემიერლიგას ტოვებენ და თანაც ზუსტად იმ კონკრეტული მატჩების შემდეგ...


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:24 | 01.04.2019
THE CROW (214)

მომავალ წელს აუტსაიდერტან ამის გოლზზე ჰსევტენი ყველაფერს

15:07 | 01.04.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

ქარონი ყოფილა ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით - მენავე, რომელსაც მიცვალებულები მიწისქვეშა მდინარე სტიქსზე გადაჰყავდა მკვდართა საუფლოში

11:12 | 01.04.2019
romeoromeo1989 (79)

ბოლო ლურსმანს აჭედებს!

09:18 | 01.04.2019
Javshana (3011)

რემზის ბიძაშვილია ოღონდ ამას სხვა ნიჭი აქვს

0.136371