ფეხბურთი

16:19 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

იური სიომინი: "კვარაცხელიამ დაამტკიცა, რომ კონკურენტუნარიანი ფეხბურთელია"

მოსკოვის „ლოკომოტივმა“ რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში მოსკოვურ დერბიში „დინამო“ 1:0 დაამარცხა. მატჩის 55-ე წუთზე იური სიომინმა საყრდენი ნახევარმცველი იგორ დენისოვი მოედნიდან გაიყვანა და მის ნაცვლად თამაშში ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ჩართო.

ნამატჩევს სიომინს ჰკითხეს, რატომ შეცვალა ნახევარმცველი 18 წლის შემტევით, რაზეც ასეთი პასუხი გასცა:

„შეტევის გაძლიერება გვინდოდა, გამოსავალი უნდა გვენახა, რადგან „ლოკომოტივისთვის“ ნულოვანი ფრე არაფერს ნიშნავდა. ხვიჩამ შეკრებაზე ნაყოფიერად ივარჯიშა და „უფასთან“ საკონტროლო მატჩში ითამაშა და დაამტკიცა, რომ კონკურენტუნარიანი ფეხბურთელია“, - თქვა სიომინმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „ლოკომოტივს“ „რუსთავიდან“ შეუერთდა და ნელ-ნელა ახალ გუნდს უშიანაურდება. ნიჭიერმა ქართველმა შემტევმა რუსეთის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ამ დროისთვის 2 ოფიციალური თამაში აქვს ჩატარებული.

0.115806