ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) A-B ჯგუფში ლუკა ბულაშვილის “კულერედო” “ხიხონ ბასკეტს” დაუხვდა და სატურნირო ცხრილში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს 71:67 სძლია.
ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, თუმცა, შედეგიანი თამაში არ ჰქონია.
ლუკამ 35:19 წუთის განმავლობაში 8-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 6 სამქულიანი კი ააცილა და 5 ქულას 3 მოხსნა, 7 პასი და 2 ჩაჭრა წაამატა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი, 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
“კულერედო” 16 მოგებითა და 7 მარცხით მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 7 აპრილს, სტუმრად, “ლეონთან” ჩაატარებს.
A-A ჯგუფში ლიდერ “არდოისთან” უიმედო მარცხი (70:98) განიცადა რატი ანდრონიკაშვილის “მირაფლორეს ბურგოსმა”.
საინტერესოა, რომ ქართველი უკანახაზელი პირველად ამ სეზონში სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 12 წუთში 4 ქულა და 2 პასი მიითვალა.
რატიმ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
“მირაფლორესს” 12 მოგებითა და 11 მარცხით მე-7 პოზიცია უკავია, შემდეგი შეხვედრა კი 6 აპრილს, სტუმრად, “ეასოსთან” ელის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
18-დან 15 აცილებული სროლა კატასტროფაა,წინა შეხვედრებში უკეთესი იყო მაგრამ მაშინაც სროლის პროცენტი დაბალი ქონდა, ანდრონიკაშვილზეც ვისურვებდი რომ დიდი კალათბურთი ითამაშოს მაგრამ სამწუხაროდ არა მგონია და ცინცაძის დონემდე თუ მივიდა მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვიქნები