ფეხბურთი

14:22 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო: "მილანი" გატუზოს გაშვებაზე არ ფიქრობს"

"მილანის" დირექტორმა ლეონარდომ "სამპდორიასთან" მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ კლუბის ხემძღვანელობა არ აპირებს მთავარი მწვრთნელის ჯენარო გატუზოს გაშვებას.

"კარგად უნდა გავაანალიზოთ სიტუაცია, გადავლახოთ პრობლემები და მივაღწიოთ მიზანს - ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას. გატუზოს "მილანთან" კონტრაქტი აკავშირებს და მისი დარჩენის საკითხი არადროს გამხდარა განსახილველი. ძალიან გამიკვირდა, როდესაც ჟურნალისტმა ამ საკითხის შესახებ მკითხა. გატუზო ჩვენამდე მოვიდა გუნდში, თუმცა არასდროს მოგვისურვებია მისი შეცვლა." - ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს Football Italia.

"მილანმა" ზედიზედ ორი მარცხი განიცადა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე 51 ქულით იმყოფება. მომდევნო მატჩს "როსონერი" შინ "უდინეზესთან" 2 აპრილს ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108914