ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ იტალიის ქალაქ სანტა მარგერიტა დი პულაში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე თამაში ნახევარფინალში დაასრულა.
ბოლქვაძემ აპენინებზე 3 გამარჯვება იზეიმა, ფინალის საგზურისთვის კი მე-3 ნომრად განთესილ სლოვენიელ კაია იუვანს გაეჯიბრა და 1:6, 5:7 დამარცხდა.
წყვილთა შეჯიბრის ნახევარფინალში მარიამმა და ესპანელმა ნურია პარიზას-დიაზმა პირველი რეიტინგის მქონე რუმინულ-უნგრულ დუეტთან (დინუ-იანი) 3:6, 0:6 წააგეს.