კალათბურთი

11:55 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას „დეტროიტმა“ „პორტლენდი“ დაამარცხა

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“ შინ „პორტლენდი“ 99:90 დაამარცხა.

ფაჩულიამ პარკეტზე 10 წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 4 ქულა, 2 პასი და ერთი მოხსნა შესძინა. ზაზამ 2-დან ორი ორქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩი გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც დეტროიტელებმა 35:25 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა ჯექსონმა ჩააგდო. „პორტლენდში“ საუკეთესო 23 ქულით ლილარდი გახდათ.

„დეტროიტი“ 39 მოგებით და 37 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა, თუმცა მეცხრე ადგილზე მყოფ „ორლანდოს“ მხოლოდ ერთი მოგებით უსწრებს.

„დეტროიტი“ მომდევნო შეხვედრაში გასვლაზე „ინდიანას“ დაუპირისპირდება, მატჩი 2 აპრილს თბილისის დროით 03:00 საათზე გაიმართება.

0.118282