ფეხბურთი

1:46 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ისევ მესი, ისევ რეკორდები

შაბათს, ესპანურ პრიმერაში, მოულოდნელი არაფერი მომხდარა. „ბარსელონა“ ნაბიჯ-ნაბიჯ კლავს „ოქროს ინტრიგას“ და დამაჯერებლად მიიწევს მორიგი ტიტულისკენ.

„ესპანიოლს“ ათი წელიწადი არ მოეგო „კამპ ნოუზე“ და ვერც ამჯერად მოახერხა ნავსის გატეხვა. თამაშის ხმაურიანმა აფიშამაც - „კატალონიური დერბი,“ არ გაამართლა. არც ვნებათაღელვა ყოფილა და არც ცეცხლი. ეტყობა „ბარსა“ ნაკლები ენერგიის დახარჯვით ცდილობდა ფონს გასვლას. პირველ ნახევარში ორიოდ ნახევარმომენტი თუ შეიქმნა. ეგ იყო და ეგ.

შესვენების შემდეგ კი სურათი შეიცვალა. მასპინძლები გამოფხიზლდნენ და მეტად შეუტიეს. სტუმრები კი აშკარად ნულოვან ფრეზე იყვნენ ყაბულს.

მაგრამ ასე არ ფიქრობდა ლეო მესი. დამთავრებამდე ოცი წუთით ადრე, არგენტინელმა მეტოქის საჯარიმოს ხაზთან ჯარიმა მოინადირა. მერე კი მორიგი შედევრი „გამოაცხო“: ბურთი რბილად გადაატარა „კედელს,“ მეკარის დასახმარებლად ხაზზე მდგარმა, დაბნეულმა ვიქტორ სანჩესმა კი საკუთარ კარში თავური გაიტანა. ბოლოსკენ „ბარსამ“ კლასიკური გოლი შეაგდო - მოედნის სიღრმიდან მესის დაწყებული კომბინაცია, არგენტინელმავე დაასრულა, შეცვლაზე შესული მალკომის პასის კვალად.

აბა, ისე როგორ იქნებოდა, მესი რაიმე „თავისებურით“ არ გამორჩეულიყო. საქმე ის არის, რომ ამ დუბლით არგენტინელმა გენიოსმა წლევანდელ სეზონში 40-გოლიან ზღვარს უწია ყველა ტურნირში. ამ ნიშნულს მესიმ ზედიზედ მეათედ მიაღწია. დაწყებული 2009-10 წლების სეზონიდან (47 გოლი) მას ყოველთვის 40-ზე მეტი ბურთი გაჰქონდა. 2011-12 წლებში კი მეტოქეთა კარი სულაც 73-ჯერ დალაშქრა...

კიდევ, ლეომ „ბარსას“ მაისურით 675-ე შეხვედრა ჩაატარა, ანდრეს ინიესტას გადაუსწრო (674) და მეორე ადგილზე დადგა ჩავის შემდეგ (767), კატალონიური კლუბის ისტორიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით.

„ბარსელონამ“ 69 ქულა მოაგროვა და უახლოეს მდევარ “ატლეტიკოს“ 10 პუნქტით უსწრებს. მესამეზე მდგარ მოსისხლე „რეალს“ კი 15-ით.

„ატლეტიკომ“ ვიტორია-გასტეისში, „ალავესი“ 4:0 გაანადგურა.

საინტერესო გამოდგა მატჩი ვიგოში, „ბალაიდოსზე.“ მასპინძელი „სელტა“ უკვე მე-15 წუთზე აგებდა 0:2 „ვილიარეალთან,“ მაგრამ შესვენების შემდეგ ფანტასტიკური „დაბრუნება“ მოახერხა იაგო ასპასის დუბლის წყალობით. ერთიც მაქსიმილიანო გომესმა შეაგდო.

ესპანეთი

პრიმერა. 29-ე ტური. 30 მარტი

ბარსელონა - ესპანიოლი 2:0

ბარსელონა. „კამპ ნოუ.“ 92 797

1:0, 2:0 მესი (71, 89)

ბარსელონა: ტერ-შტეგენი, ალბა, ლანგლე, პიკე, სემედუ (სერხი რობერტო 59), არტური (მალკომი 59), ბუსკეტსი, რაკიტიჩი, კოუტინიო (ვიდალი 82), მესი, სუარესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ესპანიოლი: ლოპესი, პედროსა, ერმოსო, ნალდო, მარმოლი, როსალესი, გრანერო, როკა, ვიქტორ სანჩესი (სემედუ 78), მელენდო (სერხიო გარსია 65), იგლესიასი (ლეი 64)

მწვრთნელი: რუბი

მსაჯი: კარლოს დელ სერო

გაფრთხილება: ვიქტორ სანჩესი (69), გრანერო (73), პედროსა (87), როსალესი (90+3)

ალავესი - ატლეტიკო 0:4

ვიტორია-გასტეისი. „მენდისოროსა.“

0:1 საული (5), 0:2 დიეგო კოშტა (11), 0:3 მორატა (59), 0:4 ტომასი (84)

ალავესი: პაჩეკო, ნავარო, ლაგუარდია, ელი, დუარტე, გარსია, პინა (ვაკასო 68), ბრაშანაცი (ინუი 58), ხონი, გვიდეტი, კალიერი (ტვუმასი 74)

მწვრთნელი: აბელარდო

ატლეტიკო: ობლაკი, ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ლუისი, ტომასი, კოკე, საული, მორატა (კალინიჩი 62), დიეგო კოშტა (ლემარი 46), გრიზმანი (კორეა 77)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: მელერო ლოპესი

გაფრთხილება: პინა (50), ლაგუარდია (56); ლემარი (55), ხუანფრანი (88)

ხეტაფე - ლეგანესი 0:2

0:1 სანტოსი (50), 0:2 ხუანფრანი (83)

მე-18 წუთზე კარილიომ (ლეგანესი) პენალტი ვერ გაიტანა

სელტა - ვილიარეალი 3:2

0:1 ეკამბი (11), 0:2 პედრასა (15), 1:2 იაგო ასპასი (50), 2:2 გომესი (71), 3:2 იაგო ასპასი (86, პენ)

29 მარტი

ჟირონა - ბილბაო 1:2

1:0 სტუანი (37), 1:1 უილიამსი (53), 1:2 რაულ გარსია (59)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124871