ფეხბურთი

19:36 | 30.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურას" პირველი გამარჯვება მიმდინარე სეზონში

საკლუბო პაუზის დასრულების შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის პირველი მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც "ჩიხურამ" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა, 5:0 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვებულთაგან გოლები ბიძინა მახარობლიძემ, ირაკლი ლექვთაძემ და მიშიკო სარდალიშვილმა (დუბლი) გამოიჩინეს, ხოლო ავტოგოლი ვილი ისიანის ანგარიშზეა.

საჩხერელებმა პირველ ტურში წაგების შემდეგ ბოლო სამი მატჩი ფრედ დაასრულეს და პირველი გამარჯვება სოლუდური სხვაობით შეძლეს. მომდევნო მატჩს სოსო ფრუიძის გუნდი სტუმრად ბათუმის "დინამოსთან" (2 აპრილი) გამართავს. ბოლნისურმა გუნდმა კი მეორე მარცხი განიცადა. "სიონი" მომდევნო მატჩს სტუმრად "რუსთავთან" (3 აპრილი) გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111052