„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ამაყობს, რომ მის გუნდს სეზონის ოთხი ტიტულით დასრულების შანსი აქვს. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, „ქალაქელები“ ყველა ტურნირის მოგებას აპირებენ, სადაც თამაშობენ.
„ეს ფანტასტიკაა, ჩვენ გვაქვს პატივი, რომ ოთხივე ტიტულისთვის ვიბრძოლოთ, საოცარი გამოცდილებაა. არ ვიცი, აქამდე რამდენი გუნდი იბრძოდა ერთ სეზონში ოთხი ტიტულისთვის, მაგრამ ჩვენ უკვე მათ შორის ვართ და ეს კარგია.
ვფიქრობ, ფეხბურთელებს მყარი მენტალიტეტი აქვთ და ფიზიკურადაც დასვენებულები არიან. ახლა კი, ყველა ტიტულის მოგებას ვაპირებთ“, - აღნიშნა გვარდილამ.
შეგახსენებთ, რომ „სიტიმ“ ერთი ტიტული, ინგლისის ლიგის თასი უკვე მოიგო. პრემიერლიგაში ჩემპიონობისთვის იბრძვის, ინგლისის ასოციაციის თასზე ნახევარფინალში, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალშია გასული.