ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დასრულდა ევროპის პირადი ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის.
8.5 ქულით პირველობა გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 1. ვლადისლავ არტემიევი (რუსეთი; 2736), 2. ნილს გრანდელიუსი (შვედეთი; 2694). 8 ქულით და უკეთესი მაჩვენებლებით მესამე ადგილზე კასპერ პიორუნი (პოლონეთი, 2631) გავიდა.
აღსანიშნავია საქართველოს წარმომადგენელის ივან ჩეპარინოვის წარმატებული თამაში, რომელმაც 7,5 ქულა დააგროვა და მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა. ფატალურად არ გაუმართლა ლევან ფანცულაიას, რომელი მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერთა შორის იყო და რომ არა ბოლო 2 ტურში განცდილი დასანანი მარცხი, მას გაცილებით მაღალი შედეგის ჩვენება შეეძლო.
საქართველოს წარმომადგენლების ტექნიკური შედეგები:
მე-14 ადგილი ივან ჩეპარინოვი (2683) – 7,5 ქულა;
... ბაადურ ჯობავა (2622) - 3 ქულა... 5 ტურის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოეთიშა ასპარეზობას.
69. ლევან ფანცულაია (2611) – 6,5 ქულა;
150. ლუკა პაიჭაძე (2576) - 6 ქულა;
115. დავიდ არუთიანი (2555) – 6 ქულა;
171. გიგა ყუფარაძე (2501) – 5,5 ქულა;
189. ნოე თუთისანი (2467) – 5,5 ქულა;
225. ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2465) – 5 ქულა;
169. ნიკოლოზ კაჭარავა (2424) - 5,5 ქულა;
235. ლუკა ობოლაძე (2340) – 5 ქულა;
ვაჟთა შორის ევროპის რიგით მე-20 ჩემპიონატში ერთმანეთს 42 ქვეყნის 361 მოჭადრაკე შვეიცარული სისტემით 11 ტურად ეჯიბრებოდა. ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენდა, პირველ 22 ადგილზე გასული მონაწილეები კი მსოფლიო თასის საგზურებით დაჯილდოვდნენ.
ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი
ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები