ფეხბურთი

9:59 | 30.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სიფრთხილე და რისკის მინიმუმამდე დაყვანა - ტურინში კრიშტიანუს უფრთხილდებიან

იტალიის ჩემპიონ „იუვენტუსს“ კრიშტიანუ რონალდუ სანაკრებო შეკრებაზე დაუშავდა. ჯერჯერობით უცნობია რა პერიოდით მოუწევს პორტუგალიელს უქმობა და ბუნებრივია ეს „ბებერი ქალბატონისთვის“ მეტად დამაფიქრებელი საკითხია, რადგან სეზონის გადამწყვეტი ეტაპი კარსაა მომდგარი.

რონალდუს თამაში საეჭვოა ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ამსტერდამის „აიაქსის“ წინააღმდეგაც. ეს ტურინელთა თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმაც დაადასტურა.

„რონალდუ კარგადაა. თუმცა, მხოლოდ მაშინ დაბრუნდება მოედანზე, როდესაც არანაირი საფრთხე არ იარსებებს. უმჯობესია ერთი თამაში გამოტოვოს, ვიდრე 2 თვე. ამიტომ, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ“, - თქვა ალეგრიმ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსიის კომენტარი „იუვეს“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმაც გააკეთა, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ ერთი კონკურეტული მატჩის გამო რისკზე არ უნდა წავიდნენ.

შეგახსენებთ, „აიაქსისა“ და „იუვენტუსის“ პირველი მატჩი ჰოლანდიაში, 10 აპრილს გაიმართება.

0.113041