ფეხბურთი

21:03 | 29.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "კრიშტიანუს წინააღმდეგ თამაში შესანიშნავი იყო"

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საუბრობს. არგენტინელმა Radio Club 947FM-თან საუბარში განაცხადა, რომ შესანიშნავი იყო პორტუგალიელის წინააღმდეგ თამაში.

„დღეს ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელია. ნეიმარი, მბაპე, სუარესი, აზარი, ნებისმიერს შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს. მე არ ვახსენე კრიშტიანუ, რადგან მე და ის მსოფლიოში საუკეთესოები უკვე ვართ.

ძალიან მომენატრა რონალდუს წინააღმდეგ თამაში, სასიამოვნო იყო ეს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულიც. კარგი იქნებოდა ისევ ესპანეთში რომ თამაშობდეს. თუმცა, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ „იუვენტუსს“, ძალიან ძლიერი გუნდია კარგი ფეხბურთელებით და კრიშტიანუსთან ერთად კიდევ უფრო გაძლიერდა. „ატლეტიკოსთან“ გამარჯვებით კი ჩემპიონთა ლიგაზე დამატებითი უპირატესობა მოიპოვა“, - თქვა მესიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114445