ფრანკფურტის „აინტრახტის“ ამომავალი ვარსკვლავი ლუკა იოვიჩი მადრიდის „რეალს“ უახლოვდება. სერბი ფეხბურთელის შეძენით კატალონიის „ბარსელონაცაა“ დაინტრესებული, თუმცა მისი აგენტი „სამეფო კლუბის“ წარმომადგენლებს შეხვდა და ყველა საკითხი შეათანხმა.
As-ის ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ 21 წლის ფეხბურთელი კარიერას მადრიდულ გრანდში გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში იოვიჩმა 36 თამაშში 22 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა. მისი სატრანსფერო ღირებულება დღევანდელი მონაცემებით 55 მილიონ ევროს უტოლდება.