იტალიური „მილანი“ მზადაა ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველი დავიდ ნერეში შეიძინოს და ჰოლანდიურ გუნდთან მოლაპარაკებებიც დაიწყო. UOL Esporte-ს ინფორმაციით, „როსონერი“ ბრაზილიელის სანაცვლოდ 50 მილიონის გადახდას აპირებს.
გარდა ამისა, ლომბარდიელები მზადყოფნას გამოთქვამენ ხსენებულ თანხას ბონუსიც დაამატონ. აღსანიშნავია, რომ ნერეშმა „აიაქსის“ ხელმძღვანელობისგან პირობა მიიღო, რომ საინტერესო წინადადების შემთხვევაში გუნდის დატოვების უფლებას მისცემდნენ.
მიმდინარე სეზონში 22 წლის ბრაზილიელმა შემტევმა 40 თამაშში 8 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი მიითვალა.