ფილიპე კოუტინიო კატალონიის „ბარსელონას“ დატოვებაზე ფიქრობს. ამის შესახებ თავად ბრაზილიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომელიც როგორც ჩანს, ესპანეთში თავს კომფორტულად არ გრძნობს.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის გასხვისებაზე „ბარსელონაც“ ფიქრობს და ალბათ, ზაფხულში მხარეები ურთიერთობას დაასრულებენ.
„ვფიქრობ კლუბის დატოვებაზე. ვიცი, რომ ეს რთული გადაწყვეტულებაა, მაგრამ შესაძლოა ჩემი კარიერისთვის უკეთესიც იყოს“, - ციტირებს კოუტინიოს სიტყვებს Sport-ი.
შეგახსენებთ, რომ კოუტინიო „ბარსამ“ 2018 წლის იანვარში 160 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა მზადაა უფრო დაბალ ფასში შეელიოს. სამხრეთ ამერიკელ შემტევს „ლივერპულს“, „მანჩესტერსა“ და პსჟ-ს უკავშირებენ.