ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ედენ აზარი ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტად „იუვენტუსს“ ასახელებს. ბელგიელი მიიჩნევს, რომ ამ გუნდს კრიშტიანუ რონალდუ ჰყავს, რომელიც ყოველ სეზონში ახერხებს ამ ტურნირის მოგებას.
„ჩემპიონთა ლიგა? „ბარსელონას“ შეუძლია გაიმარჯვის, ეს მართლაც შესაძლებელია. მაგრამ, ფაქტია კრიშტიანუ რონალდუ ყოველ წელს იმარჯვებს და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს რთული იქნება. ძალიან კარგი იქნებოდა, კრიშტიანუს სიმაღლეს, რომ მივაღწიო, ფანტასტიკური“, - განაცხადა აზარმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „იუვენტუსი“ „აიაქსს“, ხოლო „ბარსელონა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდება.