სხვა

16:05 | 29.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიზი კილაძე: "არ მინდოდა, ამ რანგის შეჯიბრებაზე ახალგაზრდებში გამოსვლა უმედლოდ დამემთავრებინა"

ლიზი კილაძემ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ახალგაზრდებში, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ხორვატულ ოსიეკში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატს ის ასე იგონებს:

"რა თქმა უნდა, ჩემი შედეგებით კმაყოფილი არა ვარ, რადგან იმაზე ბევრად მეტი შემიძლია, ვიდრე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვაჩვენე. სამაგიეროდ, ფინალში, სადაც ყოველთვის პორბლემები მქონდა, კარგად ვისროლე და მედალი მოვიპოვე. ცხადია, ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოპოვება სასიხარულოა. მით უფრო, რომ ეს ჩემთვის კონტინენტის ბოლო პირველობა უნდა იყოს ახალგაზრდებში - როგორც მეუბნებიან, გაისად ამ ტურნირზე უფროსებში უნდა გამოვიდე და ლიცენზიისთვის ვიბრძოლო. აქედან გამომდინარე, არ მინდოდა, ამ რანგის შეჯიბრებაზე ახალგაზრდებში გამოსვლა უმედლოდ დამემთავრებინა.
ფინალში გასვლამდე ჩვენმა მწვრთნელმა ნინო სალუქვაძემ დამარიგა რაღაცები, რის შემდეგაც იმდენად აღარ მინერვიულია და არც ისეთი პრობლემები შემქმნია, რაც თუნდაც ადრე გამოჩნდა. ცხადია, ეს ბაქოში გავლილი შეკრების დამსახურებაცაა, სადაც კარგად გვავარჯიშა. იქ ყოველ დღე მავარჯიშებდა, თუ როგორი ტაქტიკით უნდა მემუშავა ფინალში. ბუნებრივია, ნერვიულობა მაინც იყო და ამის ფონზე საუკეთესო სედეგი არ ყოფილა, მაგრამ სალუქვაძის დარიგებები ყველაფერი გავითვალისწინე და იმდენად არ ვნერვიულობდი. შედეგად, შედეგიც ვაჩვენე. ახლა ჩინეთში მივდივარ და ვეცდები, ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად თავი გადავდო და გავახარო ჩემი ქვეყანაც და საკუთარი თავიც".

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.128412