სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

14:23 | 29.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე კატალონიაში “ბარსელონას” მოარიდეს

გუშინ ევროლიგაში გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” მორიგი მატჩი ტურნირის ერთ-ერთ ლიდერ “ბარსელონასთან” სტუმრად გამართა. ქართველ ცენტრს არ უთამაშია, ბითაძე და პოდგორიცელთა კიდერ ერთი ლიდერი – ერლ კლარკი “ბუდუჩნოსტის” განაცხადში არ იყვნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პოდგორიცელთა გუნდის მწვრთნელებმა ეს მოთამაშეები დაასვენეს. ერთი, რომ “ბუდუჩნოსტს” კატალონიაში მოგების უმცირესი შანსი ჰქონდა და თან ეს მოგება სატურნირო თვალსაზრისით არაფერს ცვლიდა და მეორე, რომელიც უფრო მთავარი არგუმენტია: პოდგორიცულ გუნდს 31 მარტს ყოფნა-არყოფნის მატჩი ელის ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალში “ცედევიტასთან”, რომელთანაც სერიის პირველი შეხვედრა წააგო და ახლაც რომ ფეხი დაუცდეს, სეზონს დაასრულებს.

ლიდერების არყოფნაში “ბუდუჩნოსტმა” მაინც იბრძოლა და საბოლოოდ მრისხანე “ბარსელონასთან” 12 ქულით – 83:95 წააგო. პოდგორიცელთაგან კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა ბითაძის კონკურენტმა დანილო ნიკოლიჩმა, რომელმაც 25 ქულა მიითვალა. 6 მოგებითა და 23 მარცხით “ბუდუჩნოსტი” ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე რჩება. ევროლიგაში მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 4 აპრილს, ათენში, “პანათინაიკოსთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.103969