კალათბურთი

11:51 | 29.03.2019 | ნანახია 744 - ჯერ

„სან ანტონიომ“ ჯინობილის მაისური ხმარებიდან ამოიღო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რვა შეხვედრა გაიმართა.

„სან ანტონიომ“ „კლივლენდი“ 116:110 დაამარცხა. მატჩის დაწყებამდე გაიმართა ცერემონიალი. „სან ანტონიომ“ ხმარებიდან ამოიღო მანუ ჯინობილის 20-ნომრიანი მაისური. ჯინობილმა „სან ანტონიოსთან“ ერთად ნბა-ს 4-გზის ჩემპიონი გახდა (2003, 2005, 2007, 2014).

„მილოუკმა“ შინ „კლიპერსი“ 128:118 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნა, რომელიც „ბაქსმა“ 39:21 იმარჯვა. კრის მიდელტონმა 39 ქულა ჩააგდო. იანის ადეტოკუმპოს 34 ქულა ჰქონდა. „მილოუკი“ 57 მოგებით და 19 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

„ჰიუსტონმა“ „დენვერი“ 112:85 გაანადგურა. შეხვედრაში გარდამტეხი მეორე პერიოდი გამოდგა, რომელიც 40:19 მოიგეს. ჯეიმს ჰარდენმა 38 ქულა ჩააგდო. „დენვერში“ მარეის 20 ქულა ჰქონდა. დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე „ჰიუსტონია, ხოლო მეორეზე „დენვერი“.

„დეტროიტი“ – „ორლანდო“ 115:98 (30:27, 30:19, 34:25, 21:27)

https://www.youtube.com/watch?v=K9_n2KOWR6E

„ფილადელფია“ – „ბრუკლინი“ 123:110 (38:23, 30:35, 30:24, 25:28)

https://www.youtube.com/watch?v=SbOzp8oeUbE

„მაიამი“ – „დალასი“ 105:99 (26:29, 23:30, 26:23, 30:17)

https://www.youtube.com/watch?v=LV6iTnktEWc

„ნიუ იორკი“ – „ტორონტო“ 92:117 (18:30, 18:25, 28:32, 28:30)

https://www.youtube.com/watch?v=XAIVzKit7-g

„ჰიუსტონი“ – „დენვერი“ 112:85 (22:25, 40:19, 25:21, 25:20)

https://www.youtube.com/watch?v=jvKFAO3mWlA

„მილოუკი“ – „კლიპერსი“ 128:118 (28:25, 39:21, 33:31, 28:41)

https://www.youtube.com/watch?v=l94KNSEOK6Q

„ნიუ ორლეანი“ – „საკრამენტო“ 121:118 (30:26, 34:36, 29:26, 28:30)

https://www.youtube.com/watch?v=_rvWycyJjxY

„სან ანტონიო“ – „კლივლენდი“ 116:110 (27:28, 17:25, 40:28, 32:29)

https://www.youtube.com/watch?v=1Ov0TDFtEdY


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:42 | 30.03.2019
Ginóbili20 (2332)

ემანუელ ჯინობილი, შენ ეს დაიმსახურე !

ბევრს არ დავწერ და სენტიმენტებით არ დავიღვრები უბრალოდ ერთს ვიტყვი, რო შონ ელიოტმა როცა მიყავდა ცერემონია თქვა რო მანუ შენ ხარ კალათბურთის ლეო მესიო, სიდიდეზე ახლა პარალელს არ გავავლებ მარა თამაშის სილამაზით და გრაციით მართლა ჩემთვისაც კალათბურთის მესია ჯინობილი...

22:48 | 30.03.2019
Ginóbili20 (2332)

თან ორივე ცაციაა.

05:05 | 30.03.2019
Homer (196)

ჩემი ერთერთი უსაყვარლესი კალათბურთელი
ძაან კლასნი იყო

20:01 | 29.03.2019
barcelona1991 (4821)

ლეგენდაა მანუ

19:07 | 29.03.2019
O. Mertskhali (8101)

ეს ტრიბუნების ჩაბნელება და სცენის განათება მაგარი იციან - კონცერტია?!

17:48 | 29.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

კობის უთხრეს რაღაც გადაცემაში ან ძროხის ენა უნდა შეჭამო ან ჯორდან-კობი-ლებრონის ტრიო ნუმერაციით უნდა დაალაგოოო.ამანაც აირჩია ტრიოს ნუმერაციით დალაგება და პირველზე თავისი თავი დააყენა,მეორეზე ჯორდანი,მესამეზე ლებრონი.ჯობდა ძროხის ენა ეჭამა ისევ მაგის თქმას

17:43 | 29.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

მანუ ლეგენდაა სალაპარაკო არაფერია,მესის შემდეგ ყველაზე დიდი არგენტინელი სპორტსმენია.პირადად მე მარადონაზე წინ ვაყენებ მიუხედავად იმისა რომ მანუზე უკეთესი კალათბურთელი ბევრი იყო ზოგადად კალათბურთის ისტორიაში ვიდრე მარადონაზე უკეთესი ზოგადად ფეხბურთის ისტორიაში.

21:58 | 29.03.2019
კართაგენი28 (12606)

ბაბუ პერესი
ნაღდად ერკვევი კალათბურთში გესმის ეს თემა მაგრამ ფეხბურთზე ძაან სუბიქტური ხარ რა ელემენტარული მესის მარადონაზე ასე წინ რო აყენებ ცოტა უხერხულია რა იცი რა გავიწყდება მარტო დიდი ფეხბურთის თამაში და საოცარი რაღაცეების გაკეთება არ კმარა რა იმისთვის რო ყველაზე დიდი იყო პირველ რიგში უნდა იყო ლიდერი თვითყოფადი ლიდერიო . ჯორდანი იმოტოა ნომერ ერთი ულაპარაკოდ რო იმ საოცარ კალათბურთთან ერთად რაც ითამაშა ამავე დროს პირველ რიგში იყო ლიდერი ტიპი ლიდერობისთვის დაიბადა უზარმაზარი ქარიზმა და ყველანაირი თვისება ლიდერობის . და მესი უდედი ფეხბურთელია ძაან დიდ რამეებს აკეთებს მაგრამ ის ლიდერად არ დაბადებულა და არც ლიდერია რა მარადონა კი ლიდერი იყო ყოვეთვის და ყველგან და ძააან უხერხულია ესე ხელაღებით მესის უფრო ჭინ დაყენება

22:51 | 29.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

სუფთა ფეხბურთის თამაშის მხრივ მესის და მარადონას შედარება არ შეიძლება ძაან წინაა მესი.ლიდერის თვისებები ანუ ყვირილი შეძახილი გამხნევება ანუ გასახდელის დაკავება არ აქვს მესის მაღალ დონეზე მაგრამ თამაშითაა ბევრად წინ ყველაზე არამარტო მარადონაზე.ჯორდანს ყველაფერი რომ ქონდა თამაშიც და ხასიათიც მიტოა არამარტო ყველადროის საუკეთესო კალათბურთელი არამედ ყველადროის საუკეთესო სპორტსმენი.მესის მარტო თამაშიც ყოფნის ყველადროის საუკეთესო ფეხბურთელობაზე.რასაც მესი აკეთებს 13 წელია უკვე რთულია არ დაინახო.მესის ხასიათიც რომ ქონდეს ყველადროის საუკეთესო სპორტსმენიც იქნებოდა რადგან რეალურად ჯორდანზე მეტი ნიჭიც აქვს.ტიპია ასეთი აუტიზმის ნიშნები ქონდა,კომპლექსი აქვს ხალხთან ურთიერთობის და რა ვუყოთ ახლა.ფეხბურთს ყველაზე მაგრად თამაშობს ეგ სალაპარაკოც არაა

23:55 | 29.03.2019
კართაგენი28 (12606)

გეთანხმები მესი ფეხბურთს 13წელია მაგრად თამაშობს მაგრამ მგონი ეპოქა გავიწყდება რომელ ეპოქაში თამაშობს დღევანდელი და თუნდაც 90წლების ფეხბურთის შედარება ძაან სასაცილოია ფეხბურთი ძაან უკანა წასულია ეს ჩვეულებრივი კომერციულ ბანკია უკვე და არა ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელები არაა ისეთი კონკურენცია არც მცველებია ისეთი თუნდაც ზიდანი ეპოქა აიღე შემიძლია ჩამოგითვალო 10 15ძალიმაგარი ფეხბურთელი იმ ეპოქის მაღთლა ძაან დიდები და შენ ეხლ ვის ჩამომითვლი ?მესი რონალდო და ალათ კიდე ერთი ორი და სულ ეგაა კონკურენცია აღარა არან არიან ისეთი მცველები მოკლედ ასეთ ეპოქაში აკეთებს მესი სასწაულებს და რო ეთამაშა 90იანები 2000იანების დასაწყისი მისი უდიდებულესიბა მესსი მთლად ნომერ ერთი არ მოგეჩვენებოდა . და კიდე იცი რა მგონია რო მარადონას თამაშები ნანახი გექნება და იმ დატვირთვას რასაც მარადონაზე ააკეთებდნენ მთელი გუნდი რო მაგაზე მიდიოდა და რავი ხელებს ფეხებს ველაფრით რო ჩეხავდნენ და მაინც რო ვერაფერს უშვებოდნენ და იცი რატო იმიტო რო მართლა ყველაზე მაგარი იყო ეხლა რო ეთამაშა ფეხბურთი გავარტყი მესის სტატისტიკას ისეთს დადებდა

14:16 | 29.03.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

მანუ და დიეგო - არგენტინელთა მარადიული სიამაყეები.

21:50 | 29.03.2019
კართაგენი28 (12606)

ცოტა არიყოს და დაგიჩაგრავს ეს მარადონა ჯერ მესისზე უკან დააყენე ეხლა მანუც დაუმატე , რბილად რო ვთქვათ ძაან სუბიექტური ხარ

16:19 | 30.03.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

მეეეე ???

23:03 | 29.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

მანუზე არ არსებობს ადამიანი ვინმემ რამე ცუდი თქვას,მე ნაღდად არ შემხვედრია ეგეთი ვინმე,პირიქით ყველას სიმპატია აქვს მაგ მოთამაშის მიმართ,რითაც მართლა ძაან იშვიათ სპორტსმენთა რიცხვში შედის.ჰეიეთერი არ ყავს ტიპს ფაქტიურად.მარადონა საგინებელია ყოველწუთს ეგ ერთი მიზეზი რატომაც ვაყენებ უფრო წინ და მეორე მიზეზი მანუმ რაც გააკეთა 2004 წელს მარადონას 1986-ში ეგეთი არ გაუკეთებია.ტიპმა დრიმთიმს კალათბურთის სამშობლოს და მართლა კალათბურთის მამებს მოუგო პირადად ოლიმპიადა, პლუს 16 წელი თამაშობდა ულამაზეს კალათბურთს ნბა-ში და მანამდეც ევროპაში.იყო სამაგალითო ადამიანი და სპორტსმენი და მართლა ალამაზებდა კალათურთს თავისი თამაშით.არაამერიკელი იყო კალათბურთში ისეთ დონეზე როგორც მანუ და მიაღწიო არაამერიკელმა იმდენს კალათბურთში რასაც მანუმ მიაღწია,გაცილებით რთულია იმაზე რასაც მარადონამ მიაღწია ფეხბურთში.მიუხედავად იმისა რომ მარადონას უფრო დიდი სახელი აქვს ფეხბურთში ვიდრე მანუს კალათბურთში მანუს სახელის მოპოვება გაცილებით რთული იყო

00:03 | 30.03.2019
კართაგენი28 (12606)

მანუ რო ძაან დიდია ამაზე არც ვდაობ მართლა არც ჰეითერი არ ყავს მაგრამ დიეგოზე დიდი ნაღდად არააა რა დიეგოზე როოგრც პიროვნებაზე ძაან არაერთგვაროვანი რაღაცეების თქმა შეიძლება მაგრამ გავარტყი როგორც პიროვნებას ეგ სართოდ მეორეხარისხოვანია მთავარი არს დატოვებს როგორ სპორტცმენი და დეიგომ დიდი ეპოქა შექმნა ძალიან დიდი მარტო მოიგო 86 და მარტომ განარკომანებულმა გაიყვა 90ში ფინალში და 2014ში მესის ნაღდად არ გაუყვანია არგენტინა ფინალში . ხო კიდე როგორც კალათბურთელი ფასდება ბეწდით დაახლებით იგივეა რა მსოფლიოს მოგება ფეხბურთელისთის ჩემო მეგობარო ასე რო 2022დაველოდოთ იქ ალბათ მესი მოიგებს და მერე 1 გახდება :

13:37 | 29.03.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

რეგურალური სრულდება ძალიან საინტერესსო მაგრამ არაპროგნოზინებადი თამაშები დარჩა.ჰიტი მინდა ფლეიოფში შანსი თავიდანვე არ ექნებათ მარა მაინც

13:35 | 29.03.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მანუ განსაკუთრებული მოთამაშე ლეგენდა

0.116981