ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“ შინ „ორლანდო“ 115:98 დაამარცხა.
ზაზამ პარკეტზე ცხრა წუთი დაჰყო, ამ დროში ფაჩულიამ გუნდს ერთი ქულა და ამდენივე მოხსნა შესძინა. ქართველმა ცენტრმა 2-დან ერთი საჯარიმო სროლა ჩააგდო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, „დეტროიტმა“ პირველი სამი პერიოდი მოიგო და მეოთხე მეოთხედი ფორმალობაღა იყო.
მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა ელინგტონმა ჩააგდო, „ორლანდოში“ გორდონი 20 ქულით გამოირჩა.
„დეტროიტი“ 38 მოგებით და 37 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.