ჩოგბურთი

0:23 | 29.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე წინ მიიწევს

ბრაზილიურ კამპინასში გრძელდება საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია. პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ იტალიელი ანასტასია გრიმალსკა 3:6, 6:3, 7:6 (7:5) დაამარცხა და მეოთხედფინალში მონტენეგროელ დანკა კოვინიჩთან (მე-5) თამაშის უფლება მოიპოვა.

წყვილებში გორგოძე და ხორვატი ტერეზა მრდეზა ჩილელ გატიკასა და ბრაზილიელ პერეირას გაეჯიბრნენ და 6:3, 6:2 მოიგეს. ამგვარად, ჩვენთვის საინტერესო დუეტმა ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

0.121387