ფეხბურთი

23:34 | 28.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" ზაფხულში დაცვის ხაზის გაძლიერებას შეეცდება

ლუკას ერნანდესის მიუნხენის "ბაიერნში" ტრანსფერის შემდეგ, მადრიდის "ატლეტიკოს" ზაფხულში მცველის დამატება მოუწევს. ესპანურმა გუნდმა "ბენფიკას", "პორტუს" და "აიაქსის" ფეხბურთელებს რუბენ დიაშის, ალექს ტელესს და ნიკოლას ტალიაფიკოს დაადგა თვალი. აღნიშნული ინფორმაცია Marca-მ გაავრცელა.

არგენტინის ეროვნული ნაკრების მცველი "აიაქსში" გასულ წელს ჩაირიცხა და მიმდინარე სეზონში 34 მატჩში თავი ხუთ-ხუთი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების უკანახაზელი "ბენფიკას" პირველ გუნდში 2017 წლიდან ასპარეზობს და სტაბილურად თამაშობს.

ბრაზილიის ნაკრების მარცხენა გარემარბი კი "პორტუში" "გალათასარაიდან" 2016 წელს ჩაირიცხა და მიმდინარე სათამაშო წელს 43 მატჩში თავი ოთხი გოლით და ათი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ასევე, ესპანურ გუნდს დაუკავშირეს "აიაქსის" კიდევ ერთი ფეხბურთელი მატიას დე ლიგტი, თუმცა როგორც ცნობილია ჰოლანდიელის მიზანი "ბარსელონაში" თამაშია.

თეგებიატლეტიკო
0.121618