სხვა

19:57 | 28.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარეიტინგო ორთაბრძოლები პროფესიონალ მოკრივეთა შორის

28 მარტს ვერის პარკის კრივის დარბაზში BOXING GROUP პრომოუშენის ორგანიზებით სარეიტინგო ბრძოლები გაიმართა პროფესიონალურ კრივში. 4 რაუნდიან დაპირისპირებებში ერთმანეთს შეერკინენ პროფესიონალი მოკრივეები მთელი საქართველოს მასშტაბით. ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მოკრივეთა გულშემატკივრებთან ერთად დარბაზში საზოგადოების ცნობილი სახეებიც მრავლად იყვნენ.

დღის მთავარი შეხვედრები გაიმართა ქართველ და უკრაინელ მოკრივეებს შორის. ლაშა გურგულიანმა კი 69 კგ წონით კატეგორიაში 6 რაუნდიან ბრძოლაში უკრაინელი რომან ზინჩენკო დაამარცხა. ქართველის უპირატესობა თავიდანვე აშკარა იყო და მე-4 რაუნდში მეტოქის ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა. ეს გურგულიანის მე-17 გამარჯვება იყო პროფესიულ კრივში.

ფოთელმა გიორგი გოგატიშვილმა, რომელსაც ზურგს მდიდარი გამოცდილება უმაგრებს სამოყვარულო კრივში, პროფესიონალებშიც წარმატებით გააგრძელა ასპარეზობა და სამიდან მესამე გამარჯვება მოიპოვა-ამჯერად უკრაინელი არტურ ზემლიანიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სხვა სარეიტინგო ბრძოლებში დაფიქსირდა შემდეგი შედეგები:

Lightweight

აჩიკო ოდიკაძე 60,00 კგ. კლუბი - „ჩემპიონი“ ვარიანი

გიორგი გელაშვილი 62.00 კგ. „კრივის სკოლა“ გორი

გაიმარჯვა აჩიკო ოდიკაძემ

Superbantamweight

ედგარ სარქისიანი 56,800კგ კლუბი „ხარები“ თბილისი

დავით შარვაშიძე55.200კგ. ბათუმი

გაიმარჯვა ედგარ სარქისიანმა

Welterweight

გივი წინწალაშვილი 66,5 კგ - Boxing Group, თბილისი

ჯაბა შალუტაშვილი 66,9 კგ- ბორჯომი

გაიმარჯვა გივი წინწალაშვილმა

Superwelterweight

გიორგი მჭედლიძე 69.350 კგ.-“ჩემპიონი” ვარიანი

დიმა კოვალიოვი 70.00 კგ. - გარდაბანი

გაიმარჯვა გიორგი მჭედლიძემ

Lightheavyweight

დიმა კუტიბაშვილი 79,200 კგ -წნორი

თორნიკე ხელაძე 80,100 კგ ქუთაისი

გაიმარჯვა თორნიკე ხელაძემ

SuperLightweight

გიორგი უმიკაშვილი 76,900 კგ კლუბი „BOXING GROUP“ თბილისი

მერაბ გუკასიანი 77.00კგ კლუბი „ბორჯომი“

გაიმარჯვა გიორგი უმიკაშვილმა

Lightheavyweight

ზურა მექერიშვილი 80,00კგ- კლუბი“BOXING GROUP” თბილისი

დავით რიბაკონი 79,00კგ. - ბორჯომი

საბრძოლო ფრე

super middleweight

იაგო გედენიძე 76.200 კგ.- ზუგდიდი

ირაკლი ალანიძე76,600 კგ. - ფოთი

ნოკაუტით გაიმარჯვა იაგო გედენიძემ

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094257