ფეხბურთი

19:30 | 28.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი დებიუტიდან 26 წლის შემდეგ: "რეალში" გადასვლა შემეძლო, მაგრამ უარი ვთქვი"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ „რომას“ მაისური პირველად 1993 წლის 28 მარტს, „ბრეშასთან“ მატჩში ჩაიცვა.

სწორედ 26 წლის წინ შედგა „ჩესკოს“ დებიუტი დედაქალაქურ გუნდში და შემდეგი 24 წელი გუნდის ისტორია დაწერა. ტოტი იხსენებს, რომ თავის დროზე შეეძლო მადრიდის „რეალში“ გადასვლა, მაგრამ მშობლიურ გუნდში დარჩენა ამჯობინა და ან ნაბიჯს არც ნანობს.

„ძალიან ახლოს ვიყავი „რეალში“ გადასვლასთან, მაგრამ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე და მთელი კარიერა „რომაში“ გავატარე. მხოლოდ „რეალში“ წავიდოდი, თუ წასვლას გადავწყვეტდი. ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი, რადგან „რომაში“ თამაში ყოველთვის მინდოდა“, - ციტირებს ტოტის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტიმ მთელი კარიერა „რომას“ მიუძღვნა. „ჯალოროსის“ რიგებში ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 1992-2017 წლებში ითამაშა და ყველა სახის რეკორდი დაამყარა. ერთხელ იტალიის ჩემპიონი გახდა, ხოლო ორ-ორჯერ იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120604