ფეხბურთი

19:03 | 28.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "იუვენტუსის" ჰეგემონია დასრულდება"

იტალიური „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მიიჩნევს, რომ იტალიაში „იუვენტუსის“ ჰეგემონია დასრულდება. გამოცდილი სპეციალისტი ამაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ მის გუნდს ტურინელთა დამარცხება შეუძლია.

„არავის ჰქონია ისეთი სერია, როგორიც „იუვენტუსს“. ზედიზედ 8 სკუდეტო მეტყველებს, რომ სერია A ბუნდესლიგასა და ლიგა 1-ს დაემსგავსა. მაგრამ „იუვენტუსის“ ჰეგემონია დასრულდება. დაბრუნებიან მილანური გუნდები და „ნაპოლიც“ იბრძოლებს. ჩვენ უნდა ვიყოთ პირველები, ვინც „იუვეს“ კონკურენციას გაუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული დეფიციტი იქნება. ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და ჩვენი შანსი გვაქვს. „ნაპოლი“ ვერ იქნება ვერასდროს „იუვენტუსი“, მაგრამ ადრე თუ გვიან, მისი დამარცხება შეუძლია“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „იუვენტუსი“ სეზონის დასრულებამდე 10 ტურით ადრე „ნაპოლის“ 15 ქულით უსწრებს და მორიგი სკუდეტო პრაქტიკულად მოპოვებული აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112805