მადრიდის „რეალი“ ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და ფლორენტინო პერესი მზადაა ზინედინ ზიდანს 500 მილიონი ევრო ტრანსფერებისთვის გამოუყოს.
საინტერესოა, რომ L’Equipe-ს ცნობით, „სამეფო კლუბი“ ხსენებული თანხის დახარჯვას სამ ფეხბურთელში აპირებენ.
ზიდანისთვის პრიორიტეტულია „მანჩესტერიდან“ პოლ პოგბას, „ჩელსიდან“ ედენ აზარისა და პსჟ-დან კილიან მბაპეს შეძენა. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელები მბაპეს სანაცვლოდ 280 მილიონი ევროს გაღებას გეგმავენ. თავის მხრივ, ფრანგებს გუნდის ლიდერის დათმობა არ უნდათ და კილიანს გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობენ .