„მანჩესტერ იუნაიტედის“ 25 წლის შემტევმა, რომელუ ლუკაკუმ, საკუთარ თავს ბელგიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.
„ხალხი ხშირად მეკითხება, ხომ არ ვარ ბელგიის ყველა დროის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის. დიახ, დიახ და კიდევ ერთხელ დიახ. მე ვიტყოდი, საუკეთესო თავდამსხმელი ვარ ბელგიური ფეხბურთის ისტორიაში. გეუბნებით, სხვებს კილომეტრით ვუსწრებ.“ - ციტირებს ლუკაკუს სიტყვებს Otro.
ლუკაკუ დღეისათვის მართლაც საუკეთესო მეგოლეა ბელგიის ნაკრების ისტორიაში. 79 მატჩში მან 45-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. მის შემდეგ კი სამი ფეხბურთელი მოდის 30 გოლით: ბერნარდ ვოორჰოფი, პოლ ვან ჰიმსტი და ედენ აზარი.
ეროვნულ გუნდში ლუკაკუმ პირველად 17 წლისამ ითამაშა ხორვატების წინააღმდეგ. პირველი გოლი კი 18 წლისამ რუსებს გაუტანა.