„პარი სენ-ჟერმენმა“ ჯიჯი ბუფონთან მომავალი ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა - გვამცნობს Il Mattino. გამოცემის მტკიცებით, პარიზელთა ხელმძღვანელობამ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, გადაწყვიტა არ იჩქაროს 41 წლის მეკარესთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება.
მხარეები მოლაპარაკების მაგიდას სეზონის ბოლოს მიუსხდებიან. მიზეზი ის არის, რომ ვეტერანმა იტალიელმა კარის დარაჯმა, შესაძლოა კარიერა დაასრულოს.
პარიზულ კლუბში ბუფონი გასულ ზაფხულს გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით და კლუბთან ერთლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიდინარე სეზონში იტალიელმა პარიზელთა მაისურით 20 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაუშვა.