ჭადრაკი

22:22 | 27.03.2019 | ნანახია 0 - ჯერ

არაბიძე ლიდერობას ინარჩუნებს!

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატზე მერვე ტური პარტიები მიილია. მერი არაბიძისა და სალომე მელიას ცენტრალურ დაპირისპირებაში არაბიძემ იმარჯვა და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. გამარჯვება იზეიმა მეორე ლიდერმა მირანდა მიქაძემაც ალექსანდრა ვახანიასთან ორთაბრძოლაში. მომდევნო, მეცხრე ტურში საინტერესო იქნება ორი ლიდერის: არაბიძის და მიქაძის პარტია.

მერვე ტურის შედეგები:

მელია 0:1 არაბიძე

მიქაძე 1:0 ვახანია

ხუხაშვილი 1:0 ესაძე

წერეთელი ½:½ წაწალაშვილი

გვეტაძე ½:½ ხურცილავა

ფურცელაძე ½:½ ხომერიკი

მეცხრე ტურის შეხვედრები:

ხომერიკი - მელია

ხურცილავა - ფურცელაძე

წაწალაშვილი - გვეტაძე

ესაძე - წერეთელი

ვახანია - ხუხაშვილი

არაბიძე - მიქაძე

სატურნირო მდგომარეობა:

I ადგილი - არაბიძე - 7 ქულა;

II ადგილი - მიქაძე - 6,5 ქულა;

III ადგილი - ხომერიკი - 5,5 ქულა;

IV ადგილი - ხუხაშვილი - 5 ქულა;

V-VII ადგილი - გვეტაძე, მელია,წერეთელი - 4,5 ქულა;

VIII ადგილი - წაწალაშვილი - 4 ქულა;

IX ადგილი - ფურცელაძე - 2,5 ქულა;

X ადგილი - ხურცილავა - 2 ქულა;

XI ადგილი - ვახანია - 1,5 ქულა.

XII ადგილი - ესაძე - 0,5 ქულა.

ასპარეზობა 12 მონაწილეს შორის წრიული სისტემით ტარდება და მისი საპრიზო ფონდი 17 500 ლარს შეადგენს.

ადგ.

პრიზი

1

5500 ლარი

2

4500 ლარი

3

3500 ლარი

4

2500 ლარი

5

1500 ლარი

I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის კანდიდატად;

I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2019 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე;

I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2020 წლის საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

ტექნიკური შედეგები

ფოტოგალერეა

დებულება

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:12 | 04.05.2015
maradona73biankoneri (12347)

მოდებაძე უკვე შალახოს ცეკვით იტანს გოლებს

10:48 | 04.05.2015
kutaiseli7 (1475)

დაეფსოს ამ ფედერაციას თვალები ვინ რას ცალიცობს ვითომ რომ ვერ ხედავს ვაი ამათ პატრონს უბედურს ჯერ მარტო დინამო-ტორპედოს მსაჯობა რას ჰგავდა ეს კვარაცხელია სად სიკვდილიდან მოიყვანეს საერთოდ მაგრამ ასეთი მსაჯები აწყობთ თვითონაც დაენიშნათ ის უცხოელი რომ ჰყავთ მაგრამ იმას ვერ დაავალებდნენ მერე ვერაფერს ეშინიათ მერე არ ალაპარკდესო და ტავიტომ მატჩის რა სპექტაკლიც იყო ვინ უნდა მოატყუონ მაგათ

10:25 | 04.05.2015
დრენტე))) (747)

ტყებუჩავას ******** კჯაჰცვკსაბნდსნვბვკასნდ ბცკსჯდბვასჯვ ვჯკბკსაბკაჯვ ასბვკჯხცალსდჯას[დეფპრფფკჯჰფცსბიკ

22:25 | 03.05.2015
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

27-ე ტურში რომელიმე ლიდერი დაიკარგება.

0.071949