ფეხბურთი

21:55 | 27.03.2019 | ნანახია 628 - ჯერ

პულიშიჩი აშშ-ს ნაკრების რეკორდსმენი გახდა

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველი კრისტიან პულიშიჩი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების რეკორდსმენი გახდა. ამერიკელმა ფეხბურთელმა ჩილეს ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა და ეს აშშ-ს ნაკრების მაისურით მეათე გოლი აღმოჩნდა.

პულიშიჩმა ხსენებული რაოდენობის გოლები ეროვნული ნაკრების მაისურით 20 წლისა და 189 დღის ასაკში გაიტანა. ეს კი სარეკორდო მაჩვენებელია. აშშ-ს ნაკრებში 10 გოლი მსგავს ახალგაზრდულ ასაკში აქამდე არავის ჰქონდა გატანილი.

აქვე შეგახსენებთ, რომ პულიშიჩმა რამდენი თვის წინ ლონდონის „ჩელსისთან“ კონტრაქტი გააფორმა და ზაფხულიდან ინგლისური გუნდის რიგებში ითამაშებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.134537