ფეხბურთი

19:40 | 27.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო შესაძლოა საფრანგეთში აღმოჩნდეს

ჟოზე მოურინიო ზაფხულიდან სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ პორტუგალიელმა სპეციალისტმა აქამდეც არაერთხელ ისაუბრა.

L’Equipe-ს ცნობით, „განსაკუთრებულმა“ შესაძლოა საფრანგეთში მონახოს ახალი სამსახური. დასახელდა ორი ვარიანტი - „მონაკო“ და „ლიონი“.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მოურინიომ ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთი კომენტარი გააკეთა: „მინდა მეხუთე ჩემპიონატი მოვიგო“.

აქამდე, ჟოზე ინგლისის, ესპანეთის, იტალიისა და პორტუგალიის ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული. მისი კომენტარიდან გამომდინარე კი, ხსენებული ქვეყნებში მუშაობა ამ ეტაპზე გამორიცხულია. აქედან გამომდინარე სულაც არაა გამორიცხული, რომ სწორედ საფრანგეთში დასაქმდეს, სადაც აქამდე არასდროს უმუშავის.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცის პოსტზე მუშაობდა, საიდანაც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

Loading...
სტატისტიკა
1 ლიგა - ტური 37
  • 18 მაისი, 2019
  • ბორდო - რეიმსი
  • გენგამი - ნიმი
  • ლილი - ანჟერი
  • ლიონი - კაენი
  • მონაკო - ამიენი
  • მონპელიე - ნანტი
  • პსჟ - დიჟონი
  • სტ. ეტიენი - ნიცა
  • სტრასბური - რენი
  • ტულუზა - მარსელი
1 ლიგა - ტური 38
  • 25 მაისი, 2019
  • ამიენი - გენგამი
  • ანჟერი - სტ. ეტიენი
  • კაენი - ბორდო
  • დიჟონი - ტულუზა
  • მარსელი - მონპელიე
  • ნანტი - სტრასბური
  • ნიცა - მონაკო
  • ნიმი - ლიონი
  • რეიმსი - პსჟ
  • რენი - ლილი
0.241953