ურეკში დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი ჭადრაკში. ბოლო ტურის წინ, ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა აჭარის წარმომადგენელი “ნონა”, რომელმაც ექვს ტურში 11 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს – “კახეთს” და “რუსთავს” 2-2 ქულით უსწრებს.
გუშინ “ნონამ” ზედმეტი პრობლემების გარეშე “ქუთაისი” დაამარცხა – 3.5:1.5, გადამწყვეტი მოგებები კი, ნინო ბაციაშვილმა (2426) და სალომე მელიამ (2464), შესაბამისად, ზურაბ ჯავახაძესთან (2423) და მერი არაბიძესთან (2411) იზეიმეს.
“კახეთმა” საუკეთესო რეიტინგის მქონე “თბილისთან” ყაიმი (2.5:2.5) გააფორმა, ხოლო “რუსთავმა” “სამეგრელო” 5:0 გაანადგურა.
დასკვნით ტურში, რომელიც 3 ოქტომბერს შედგება, “ნონა” “თბილისს” ეთამაშება. დიდ ინტერესს იწვევს “კახეთის” და “რუსთავის” დაპირისპირებაც.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგი ფეხბურთელი იყო მე ძირითადად ბოლტონში მახსოვს.
ბოლტონში ამის თამაშები მახსოვს,საკმაოდ კაი იგროკი იყო