ჩოგბურთი

13:23 | 27.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი მაიამის მასტერსს გამოეთიშა

მაიამის მასტერსის 1/8-ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი მოულოდნელად რობერტო ბაუტისტა-აგუტთან 6:1, 5:7, 3:6 დამარცხდა. შეხვედრა 2 საათს და 32 წუთს გაგრძელდა.

პირველი სეტში ნოლემ იოლად მოიგო. მეორე პარტიაში ჯოკოვიჩი ბრეიკით დაწინაურდა და მის მარცხს არაფერი მოასწავებდა. თუმცა ესპანელმა სასწაული მოახერხა ანგარიში გაათანაბრა. მესამე სეტში რობერტო 3:2- იგებდა, რა დროსაც გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა.

ჯოკოვიჩს მაიამის მასტერსი კარეირაში ექვსჯერ აქვს მოგებული (2007, 2011, 2012, 2014, 2015, 2016). ურთიერთშეხვედრებში სერბი ესპანელს 7:3-ს ამარცხებს.

ბაუტისტა-აგუტი მომდევნო მატჩი ჯონ იზნერს დაუპირისპირდება.

0.114055