ფეხბურთი

10:49 | 27.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინამ მაროკოს მესის გარეშე სძლია

არგენტინის ნაკრებმა მაროკოს ეროვნულ გუნდს, ამხანაგურ მატჩში 1:0 მოუგო. შეხვედრა მაროკოულ ტანჟერში გაიმართა.

ერთადერთი გოლი 83-ე წუთზე მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევმა, ანხელ კორეამ გაიტანა „ბელგრანოს“ მატიას სუარესის პასით.

არგენტინელთა შეტევებს ლეო მესის, ანხელ დი მარიასა და სერხიო აგუეროს არყოფნაში, პაულო დიბალა ხელმძღვანელობდა. ამ გამარჯვებით „ალბისელესტემ“ ნაწილობრივ ჩამოირეცხა გასულ პარასკევს, მადრიდში, ვენესუელასთან წაგების (1:3) სირცხვილი.

არგენტინელები კოპა ამერიკისთვის ემზადებიან, რომელიც 14 ივნისიდან 7 ივლისამდე გაიმართება ბრაზილიის ხუთ ქალაქში (რიო დე ჟანეირო, სან პაულუ, ბელუ ორიზონტი, პორტუ ალეგრი, სალვადორი).

B ჯგუფში არგენტინელთა მეტოქეები კოლუმბიის, პარაგვაისა და ყატარის ეროვნული გუნდები იქნებიან. ტურნირში სულ 12 გუნდი მონაწილეობს, აქედან ორი - იაპონია და ყატარი, მიწვეულები არიან.

0.146627