თამაშგარე

10:17 | 27.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ეშლის და დარიოს სისხლსავსე ცხოვრება

არც ისე დიდი ხანია, რაც ცნობილი ამერიკელი მსახიობი და ბლოგერი ეშლი ჯადი და იტალიელი ავტობრბოლელი დარიო ფრანკეტი დაქორწინდნენ და ეს ბოლო სამი წელი სრულიად საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ ეშლის და დარიოს აშშ-ს ბულვარულ საზოგადოებაში თამამად შეებიჯებინათ.

დაქორწინებამდე იტალიელ მრბოლელს ეშლი ჯადის გულის მოსაგებად თურმე გვარიანი ოფლისღვრა დასჭირდა. თავიდან ეშლი დიდ უარზე იყო და მანქანებზე გადარეულ კავალერს მასხარადაც კი იგდებდა, მაგრამ ცხელსისხლიანმა აპენინელმა მაინც მიაღწია თავისას და ბერგამოში მდებარე ვილაში შეძლო ამერიკელი ლამაზმანის შეტყუება.

ეშლი ჯადასაც და დარიო ფრანკეტისაც სისხლსავსე ცხოვრება აქვთ და ამის გამო, წყვილს ერთად ხშირად არ უწევთ ყოფნა, თუმცა მათი ტრფიალება ტერიტორიულმა სიშორემ მაინც ვერ გაანელა. მეზობლები იუწყებიან, რომ როდესაც დარიო ფრანკეტის ვილიდან ხავერდოვანი ხმები გამოდის, ყველა ხვდება, რომ ეშლი ამერიკიდან დაბრუნდა და “მოსახდენი“ კიდევ ერთხელ მოხდა!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.18887