ფეხბურთი

2:55 | 27.03.2019 | ნანახია 2224 - ჯერ

ესპანეთი და იტალია გალიდერდნენ

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი კალენდარული ფანჯარა დაიხურა და მეორე ტურის მატჩებიც ყველა ჯგუფში გაიმართა. D ჯგუფში განვითარებულ მოვლენებზე, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, უკვე გიამბეთ. ახლა კი, სხვა ქვეჯგუფების შესახებ.

F ჯგუფს ორი ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს ესპანეთის ნაკრების სახით. პირინელთა გამარჯვება ადვილი გამოსაცნობი იყო, რადგან მალტას ესტუმრა. თუმცა, ლუის ენრიკსე გუნდმა მისთვის არადამახასიათებელი დიპლომატია გამოიჩინა და მხოლოდ 2:0 სძლია მეტოქეს. თითო ტაიმში თითო გოლი და ორჯერვე თავი ალვარო მორატამ გამოიჩინა. შედეგად, ესპანეთი 6 ქულით ლიდერია.

რუმინეთის ნაკრებმა შვედეთში განცდილი მარცხის მერე პირველი ქულქები მიითვალა, მოუგო რა, შინ ფარერებს ადვილად - 4:1. აი, ჯგუფის მესამე მატჩი ყველაზე საინტერესო და კარგი სანახავი გამოდგა.

ნორვეგიამ შვედეთს უმასპინძლა და მაყურებლები თრილერის მომსწრენი გახდნენ. ნორვეგია ორბურთიანი სხვაობით იგებდა, მაგრამ 84-ე წუთისთვის შვედებმა გათანაბრება მოახერხეს. მერე სტუმრებმა მესამეც გაიტანეს და თითქმის შეუძლებელი თამაში შემოატრიალეს. მაგრამ, არც ნორვეგია გატყდა მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიურად დიდი დარტყმა მიიღო და მსაჯის კომპენსირებულ დროში ქულა მაინც გადაარჩინა - 3:3.

J ჯგუფშიც გამოიკვეთა ფავორიტი - იტალია. „სკუადრა აძურამ“ პარმაში ლიხტანშტაინს უმასპინძლა და 6:0 გააცამტვერა. ამ მატჩზე დიდად არც არაფერია მოსაყლი გარდა იმისა, რომ დუბლი შეასრულა ფაბიო კვალიარელამ, რომელიც იტალიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მეგოლე გახდა. თავი ისევ გამოიჩნა მოიზე კინმა და რობერტო მანჩინის გუნდს ჩინებული სტარტი აქვს. თუმცა, ისიცაა, რომ მთლად მაღალი დონის მეტოქეები არ ჰყოლია.

ფინეთმა პირველი გამარჯვება მოიპოვა მას შემდეგ, რაც ერევანში სომხეთის ნაკრები დაამარცხა. ბოსნიამ და საბერძნეთმა, რომლებიც ალბათ მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ. მასპინძლებმა დიდებულად დაიწყეს და მე-15 წუთისთვის 2:0 იგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში ჯერ ერთი გოლი გაუშვეს, მერე მოედნიდან მირალემ პიანიჩიც გააძევეს და საბოლოოდ, ბერძნებმა ქულის გადარჩენა შეძლეს.

F ჯგუფი

მალტა - ესპანეთი 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 მორატა (31), 0:2 მორატა (73)

ნორვეგია - შვედეთი 3:3 (1:0)

გოლები: 1:0 სელნაესი (28), 2:0 კინგი (59), 21 კლაესონი (70), 2:2 ნორდვეიტდი (86, ა.გ), 2:3 ქუაისონი (90), 3:3 კამარა (90)

რუმინეთი - ფარერები 4:1 (3:1)

გოლები: 1:0 დეაცი (26), 2:0 კეშერუ (29), 3:0 კეშერუ (33), 3:1 დავიდსენი (40, პენ), 4:1 პუშკაში (63)

1. ესპანეთი 2 2 0 0 4:1 6
2. შვედეთი 2 1 1 0 5:4 4
3. რუმინეთი 2 1 0 1 5:3 3
4. მალტა 2 1 0 1 2:3 3
5. ნორვეგია 2 0 1 1 4:5 1
6. ფარერები 2 0 0 2 2:6 0

J ჯგუფი

სომხეთი - ფინეთი 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 იენსენი (14), 0:2 სოირი (78)

ბოსნია - საბერძნეთი 2:2 (2:0)

გოლები: 1:0 ვისკა (10), 2:0 პიანიჩი (15), 2:1 ფორტუნისი (64), 2:2 კოლოვოსი (85)

იტალია - ლიხტანშტაინი 6:0 (4:0)

გოლები: 1:0 სენსი (17), 2:0 ვერატი (32), 3:0 კვალიარელა (35, პენ), 4:0 კვალიარელა (45, პენ), 5:0 კინი (70), 6:0 პავოლეტი (76)

1. იტალია 2 2 0 0 8:0 6
2. საბერძნეთი 2 1 1 0 4:2 4
3. ბოსნია 2 1 1 0 4:3 4
4. ფინეთი 2 1 0 1 2:2 3
5. სომხეთი 2 0 0 2 1:4 0
6. ლიხტანშტაინი 2 0 0 2 0:8 0

კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:33 | 16.06.2015
ogafa (10211)

წარმატებები

22:29 | 16.06.2015
arturi-baierni (24493)

ტაბატაძეს რა ბედი ეწია.....სულ მთლად ეერია კარიერა ამ ბიჭს

22:18 | 16.06.2015
arturi-baierni (24493)

სომხიშვილის მოსვლა მესიამოვნო თუ აკრიფა ფორმა კარგი მეკარეა

22:13 | 16.06.2015
rambe (205)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

21:40 | 16.06.2015
Givi Cekvashvili (1931)

ჯაბა დვალს იმატებენო და რახდება დაიმატეს თუიცით ვინმემ?

22:17 | 16.06.2015
arturi-baierni (24493)

ისიანი თუ დავიმატეთ დვალი აღარ იქნება საჭირო ისე თუ მოვა არც ეგ იქნება ცუდი

20:25 | 16.06.2015
Pante (86)

სამტრედიას მინიმუმ 15 ახალწვეული ეყოლება,ყველა მათგანი ახალგაზრდა და ამბიციური ფეხბურთელია.ასე რომ სამტრედიაში პენსიონერთა ხანა დასრულდა.ეხლა სხვა კლუბებმა უხადონ მათ პენსია.

21:55 | 16.06.2015
maradona73biankoneri (12347)

ეგრე ჯობია.

19:27 | 16.06.2015
levani82 (41682)

arturi-baierni

მგონი კლიმიაშვილიც დაგემატათ

18:49 | 16.06.2015
Chelsea_ako17 (3)

მარტო წამსვლელები არიან.მომსვლელზე არავინ არაფერს არ წერს.მხოლოდ ისააა ცნობილი რო სამტრედიამ შერგელაშვილი და იოსელიანი დაიმატა მეტი არავინ დათუნაიშვილმა კონტრაქტი გაახანგძლივა.მეტი არაფერი:@ გუნდი მთლიანად დაშლილია ყველა ფეხბურთელი დაინაწილეს სხვადასხვა გუნდებმა.

18:36 | 16.06.2015
arturi-baierni (24493)

კარგია შევსება მაგრამ ამდენი უკანა ხაზელი რა საჭიროა წინაც დავიმატოთ ვინმე თორე მარტო კვერნაძე ვერ გაქაჩავს .......ისიანი კარგი ვარიანტი იქნებოდა იმედია არჩევანს ჩვენზე შეაჩერებს

21:58 | 16.06.2015
maradona73biankoneri (12347)

კვირკველია სკონფლიქტი მოსვლია დილაში და ტორპედოში იქნებაო. ხიზანიშვილსაც უნდა ტოპრპედო, ჯერ კიდევ შემიძლიაო კლუბის დახმარეაო.

22:16 | 16.06.2015
arturi-baierni (24493)

რაღა გვიჭირს აპა ......იმედია გიო მაგ ხალხს არ დაიმატებს

18:26 | 16.06.2015
JUVE 1 (1514)

სამჯერაა ტორპედო ჩემპიონი

18:34 | 16.06.2015
arturi-baierni (24493)

ამათ ცოდნას რა ვუთხარი

02:52 | 17.06.2015
mushni (93569)

აბა

0.174319
2224