ფეხბურთი

22:16 | 26.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუქსემბურგი უკრაინის ნაკრებს უეფაში უჩივის

უკრაინის ეროვნულ ნაკრებს შესაძლოა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყის ორ მატჩში ტექნიკური წაგება ჩაეთვალოს.

ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაცია უკრაინას უეფაში უჩივის. მიზეზი ბრაზილიელი ჟუნიორ მორაეშია, რომელმაც უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ლუქსემბურგელთა წინააღმდეგ ითამაშა.

„სამშაბათს გავაგზავნით წერილს უეფაში და გამოვთქვამთ პროტესტს“, - განაცხადა TRL-თან ინტერვიუში ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პოლ ფილიპმა.

ლუქსემბურგელები უკრაინელებს ნატურალიზაციის წესის დარღვევაში ადანაშაულებენ და ამის გამო მორაეშს მათ წინააღმდეგ თამაშის უფლება არ ჰქონდა.

თუ უეფა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის დარღვევას დაამტკიცებს, მაშინ პორტუგალიასთან (0:0) და ლუქსემბურგთან (2:1) მატჩებში ტექნიკურ წაგება ჩაეთვლება.

0.119069