ფეხბურთი

17:30 | 26.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ყველაზე ახალგაზრდული იტალია ბოლო 30 წლის განმავლობაში

იტალიის ნაკრები გაახალგაზრდავების გზას ადგას და რობერტო მანჩინი ახალ გუნდს აყალიბებს. ადგილობრივმა მედიამ კი, გუნდის საშუალო ასაკი გამოითვალა და აღმოჩნდა, რომ ამჟამად „სკუადრა აძურა“ ბოლო 30 წელიწადში ყველაზე ახალგაზრდულია გუნდია.

ფინეთთან მოგებულ (2:0) მატჩში იტალიის ნაკრების საშუალო ასაკი 25.86 წელს შეადგენდა. როგორც აღმოჩნდა, ბოლო იტალიელთა მთავარი გუნდი საშუალოდ 26 წელზე დაბალი ასაკით 1998-1989 წლებში თამაშობდა.

მაშინ აძელიო ვიჩი აყალიბებდა ახლა გუნდს და რობერტო ბაჯო, პაოლო მალდინი, ჯანლუკა ვიალი პირველ ნაბიჯებს დგამდნენ. მათ გვერდით კი, გამოცდილი ფეხბურთელებიც იდგნენ - ვალტერ ძენგა, ჯუზეპე ბერგომი და ფრანკო ბარეზი.

ამჟამად ჯორჯო კიელინისა და ლეონარდო ბონუჩის მხარდამხარ ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც მოიზე კინი, ნიკოლო ძანიოლო, ნიკოლო ბარელა, ფედერიკო ბერნარდესკი, ფედერიკო კიეზა და ჯანლუიჯი დონარუმა არიან.

აქვე შეგახსენებთ, რომ იტალია დღეს ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში ლიხტანშტაინს უმასპინძლებს.

0.108141