ფეხბურთი

11:52 | 26.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ ორ კვირას დაისვენებს?

„იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში სერბეთის წინააღმდეგ, ტრავმა მიიღო და მინდვრის ნაადრევად დატოვება მოუწია. შემდეგ კი ჟურნალისტებს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ესაუბრა.

„არ ვნერვიულობ ამ ტრავმის გამო. საკუთარ სხეულს კარგად ვიცნობ და არ მგონია მკურნალობა ორ კვირაზე მეტ ხანს გამიგრძელდეს.“ - უთხრა რონალდუმ Football Italia-ს.

თუ აღდგენამ მართლაც ორ კვირას გასტანა, კრიშტიანუს სერია A-ს სამი მატჩის („ემპოლისთან“ 30 მარტს, „კალიარისთან“ 2 აპრილს და „მილანთან“ 6 აპრილს) და ჩემპინთა ლიგის „აიაქსთან“ (10 აპრილს) პირველი მეოთხედფინალური შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

0.120408