ფეხბურთი

10:23 | 26.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტერლინგი გოლის აღნიშვნისას: „მინდოდა რასისტები ცოტა გამებრაზებინა“

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, რაჰიმ სტერლინგმა, ჩერნოგორიასთან მოგებულ (5:1) ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებს იმ ჟესტის შესახებ უამბო, რომელიც მან გოლის გატანის შემდეგ გააკეთა. „სიტის“ შემტევი ტრიბუნის წინ დადგა და ყურები საკუთარი თითებით გაიწელა.

„მე არ გამიგია, მაგრამ დენი როუზმა მითხრა, ფანები რასისტულ სიტყვებს ყვიროდნენო. ეს ჟესტი იმიტომ გავაკეთე, რომ ისინი ცოტა გამებრაზებინა. რაღაც ახალი უნდა მოიფიქრონ, თორემ რა ფერის კანი გვაქვს, ჩვენც კარგად ვიცით. მოკლედ, ახალი არაფერი ყოფილა. მაგრამ ამაზე ყოველთვის უნდა ვილაპარაკოთ.

ისე, 2019 წელია და მსგავსი ქმედებები უკვე ძალიან სულელურად მოჩანს.“ - უთხრა სტერლინგმა Goal-ს.

0.117783