ფეხბურთი

9:49 | 26.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: „მსაჯმა სერბების კარში აშკარა პენალტი არ დანიშნა“

პორტუგალიის ნაკრების შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ, სერბეთთან ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩის შემდეგ (1:1), ჟურნალისტებს უთხრა, რომ არბიტრმა ერთ-ერთ ეპიზოდში სტუმართა კარში აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

„ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. საწყენია, რომ ორივე საწყისი საშინაო შესარჩევი მატჩი ფრედ დავასრულეთ. მაგრამ მე უფრო პოზიტიურ მომენტზე გავამახვილებდი ყურადღებას: ფაქტია, რომ დღეს გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე უკრაინასთან.

ერთ ეპიზოდში მსაჯმა არ დანიშნა აშკარა პენალტი სერბების კარში. ყველა ტურნირში იყენებენ ვიდეოარბიტრის სერვისს, რატომ არ არის ეს სიახლე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე? უცნაურია.“ - ციტირებს რონალდუს სიტყვრბს Goal.

სერბეთთან მატჩის 29-ე წუთზე რონალდუმ ტრავმა მიიღო და მინდვრის დატოვება მოუხდა.

0.103642