უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ, ლუქსემბურგთან ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ იცოდა მეტოქე გუნდის შესაძლებლობები, მაგრამ ასეთ რთულ თამაშს არ ელოდა. შეგახსენებთ, რომ უკრაინელებმა მასპინძელ ლუქსემბურგს ჟერსონ როდრიგესის 93-ე წუთზე საკუთარ კარში გატანილი გოლის წყალობით მოიგეს 2:1.
„ახლა ყველაზე მთავარი შედეგია. გავიმარჯვეთ და ამით ყველაფერია ნათქვამი. მადლობა გულშემატკივრებს, მათი მხარდაჭერა დიდად დაგვეხმარა.
ჩემი კომპლიმენტები ლუქსემბურგის ნაკრებს. წინა დღეს ვამბობდი, რომ ამ გუნდს შეუძლია ფეხბურთის თამაში. ვფიქრობ, დღეს ამაში ყველა დავრწმუნდით. მათი ფეხბურთელები შესანიშნავად არიან ფიზიკურად მომზადებული. რამდენიმე გამორჩეული მოთამაშეც ჰყავთ, რომლებმაც დიდი პრობლემები შეგვიქმნეს. მაგრამ მაინც არ ველოდი თუ ლუქსემბურგთან ასეთი მძიმე მატჩი გამოვიდოდა.
93-ე წუთზე მეტოქის ავტოგოლი? ასე ვიტყვი: გამართლება უნდა დაიმსახურო. საერთოდ კი მარტი ყოველთვის რთული თვეა უკრაინის ნაკრებისთვის. ბევრი შეცდომა დავუშვით, ორთაბრძოლების უმეტესობა წავაგეთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ და ეს დაგვიფასდა.“ - უთხრა შევჩენკომ უეფას პრესსამსახურს.
შგახსენებთ, რიმ ეს უკრაინელთა მეორე შეხვედრა იყო ახალდაწყებულ შესარჩევ ციკლში. პირველ მატჩში პორტუგალიასთან, ასევე სტუმრად, მათ უგოლო ფრე ითამაშეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Call to undefined function geoip_open() in /home/worldsport/web/worldsport.ge/public_html/functions.php on line 268
ლორია
კაკაბაძე კვირკველია ხოჭოლავა კაშია
კანკავა გვილია კვეკვესკირი
მერებაშვილი ყაზაიშვილი
ქვილითაია
კაი რა რას, არ ელოდი შენც ახლა გრანდათ ნუ წარმოიდგენ თავს.D